მონიტორინგის შესახებ ინფორმაციის გაცემის წესი

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ითვალისწინებს როგორც საზოგადოების, ისე პოლიტიკური პარტიების ინტერესს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ პოლიტიკური და საარჩევნო ფინანსების მონიტორინგის განხორციელების მიმართ და   შესაბამისად, განსაზღვრავს წესებს, მონიტორინგის რომელ ეტაპზე  რომელი ინფორმაცია გაიცემა და ვინ  არის უფლებამოსილი მიიღოს  ეს  ინფორმაცია.

პოლიტიკური დაფინანსების მეთოდოლოგია

წინამდებარე გზამკვლევი პოლიტიკური დაფინანსების მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული პრაქტიკული სამუშაო დოკუმენტია, რომელიც,საქართველოს კანონმდებლობაზე დაყრდნობით, განსაზღვრავს მონიტორინგის განხორციელების წესს, პროცედურას, მონიტორინგის განმახორციელებელ სუბიექტსა და მონიტორინგის პროცესის სხვა მონაწილეებს შორის ურთიერთობის საკითხებს.

მონიტორინგის პროცესში ეს დოკუმენტი გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება,რაც არ ზღუდავს მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის დამოუკიდებლობას, იმოქმედოს ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, კანონის დაცვის სულისკვეთებით.

გზამკვლევის მიზანია - პოლიტიკური დაფინანსების მონიტორინგის სისტემა გახადოს მაქსიმალურად განჭვრეტადი და ხელმისაწვდომი საზოგადოებისათვის, ამ სფეროში კონკრეტული ქცევის წესის არსისა თუ მონიტორინგის ადრესატების გარკვევის თვალსაზრისით.

გასათვალისწინებელია ამ დოკუმენტის დახვეწის შესაძლებლობა მონიტორინგის პროცესში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩამოყალიბებული შეფასებებისა და სასამართლო პრაქტიკის განზოგადების საფუძველზე,აგრეთვე საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.